OTT პლატფორმის ზრდადი პოპულარობა და ცოცხალი სპორტის მომავალი

setantasports.com - OTT პლატფორმის ზრდადი პოპულარობა და ცოცხალი სპორტის მომავალი | Setanta Sports

setantasports.com – OTT პლატფორმა მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი კი ის უპირატესობებია, რომელიც ამ სივრცეს ტრადიციულ სატელევიზო სისტემასთან მიმართებაში აქვს.

ამ მხრივ კი setantasports.com რეგიონში ცალსახად გამორჩეულია. ქართული გუნდი ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში სპორტის ყურების ახლებურ, მაყურებელზე მორგებულ, გამოცდილებას ნერგავს.

ტრადიციული მედიიდან OTT პლატფორმებზე გადასვლა

სპორტის ლაივ რეჟიმში ყურება, კარგა ხანს, ტრადიციული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი მამოძრავებელი ნაწილი იყო. მაგალითად, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მომხმარებელი ყოველკვირეულად, სპორტულ გადაცემებს 4 და მეტი საათის განმავლობაში უყურებს, ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

Netflix, Amazon Prime, Sling TV, Playstation Vue და სხვა მსგავსი პლატფორმების შექმნამ ტრადიციული სატელევიზიო სივრცის მძლავრი ალტერნატივა გააჩინა.

OTT პლატფორმების პოპულარობა იზრდება | Setanta Sports

OTT პლატფორმების უპირატესობა

ტრადიციული სამაუწყებლო სივრცისგან განსხვავებით OTT (over-the-top) პლატფორმებს მაყურებლისთვის ინდივიდუალურად, მასზე მორგებული გარემოს შექმნა შეუძლია.

Insider Intelligence-ის კვლევის თანახმად 47.6 მილიონი ოჯახი (household) ამერიკაში უარს ამბობს ტრადიციულ საკაბელო ტელევიზიებზე. ეს კი მაშინ როდესაც აშშ-ში სულ 125 მილიონ ოჯახამდეა რეგისტრირებული. იმავე წყაროს ინფორმაციით 2023 წლის ბოლოსთვის, ტრადიციულ სატელევიზიო მომსახურებაზე მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 54.4% იტყვის უარს.

მაღალი სიჩქარის ინტერნეტმა, ჭკვიანი მოწყობილობების რაოდენობისა და ხარისხის ზრდამ მაყურებელს მისცა თავისუფლება, ჰქონდეს წვდომა სასურველ კონტენტზე, სასურველი პირობებით.

ყველაზე მიმზიდველი კი ამ სივრცეში დროისა და ადგილის შეზღუდვის მოხსნაა. არ აქვს მნიშვნელობა, მოგზაურობ თუ შინ ხარ, შეგიძლია, სასურველი მოწყობილობით, სასურველ დროს, სასურველ სპორტული მოვლენის თანამონაწილე იყო.

რას გთავაზობთ OTT პლატფორმა setantasports.com

Setanta Sports-ი რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული მედია საშუალებაა. რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მაყურებელზე მორგებული გარემოს შექმნაა, აქცენტი OTT პლატფორმასა და მის სრულყოფაზე კეთდება.

ამ სივრცეში არსებული მოქნილობა ჩვენს გუნდს ეხმარება, გაზომოს მომხმარებლის ქცევა, რათა შექმნას გაუმჯობესებული გარემო თითოეული მაყურებლისთვის.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1, NBA, Formula 1, UFC-ის გამორჩეული ივენთები, უიმბლდონი და ტურის გამორჩეული მასტერსები სხვა ტოპ ხარისხის კონტენტთან ერთად მაყურებლისთვის იმ უნიკალურ გარემოს ქმნის, სადაც ყველა სასურველი სპორტული მოვლენა ხელმისაწვდომი ერთ სივრცეში ხდება.

setantasports.com თავისი შინაარსითა და Multiview-ის ფუნქციონალით აქრობს დილემას – რომელ სასურველ სპორტულ მოვლენას უყურო, რომელიც თანადროულად მიმდინარეობს.

setantasports.com-ის მიღწევები

OTT პლატფორმა სპორტის ცოცხლად ყურების მომავალი რომ არის, ნაკლებადღა თუ კამათობს ვინმე. პროდუქტის ნაყოფიერებას ქართული გუნდის ის მიღწევებიც ადასტურებს, რომელიც დროის უმოკლეს პერიოდში დაფიქსირდა.

setantasports.com უკრაინაში 2022 წლის საუკეთესო სპორტულ არხად დაასახელეს.

Top of Mind გამოკვლევის მიხედვით, საქართველოსა და უკრაინაში სპორტული მაუწყებელი გამოკითხულთა უმეტესობისთვის Setanta Sports-თან ასოცირდება. საქართველოში setantasports.com-ს სფეროს ლიდერად ასახელებს.

ქართული გუნდი სამაუწყებლო სივრცეს და სპორტის კონტენტს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, ბელარუსსა და ფილიპინებზე ქმნის.

setantasports.com OTT პლატფორმა | Setanta Sports

შეთავაზება setantasports.com-ზე პრომოკოდი PASS30

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებისთვის საუკეთესო დროა. OTT პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ან გამოწერის პაკეტის განახლებისას ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გამოიყენოთ პრომოკოდი PASS30.

ამ შემთხვევაში მსოფლიო სპორტის უმაღლესი დონის კონტენტზე წვდომას მაყურებელი 129 ლარის ნაცვლად 90 ლარად შეძლებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე