საქართველოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი საერთაშორისო დონეზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს.
საბა ფურცელაძე, კარიერაში მესამედ, შარმ-ელ-შეიხის ITF M15 ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის იუნიორების ჩემპიონს, ბელგიელ ალექსანდერ ბლოქსს ორ სეტში, 6:3, 6:4 აჯობა.
გარდა ამისა, 21 წლის ქართველი მოთამაშე ეგვიპტური ტურნირის ჩემპიონი წყვილთა თანრიგშიც გახდა. მისი პარტნიორი სლოვაკი ლუკაშ პოკორნი იყო.
შეგახსენებთ, 2022 წელს საბა ფურცელაძემ რეიტინგში 600 ადგილით წინ წაიწია.