Setanta Sports-მა უზბეკეთში სპორტული მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა

Setanta Sports-მა უზბეკეთში მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა | Setanta Sports

სასიამოვნო სიახლე Setanta Sports-ში – კომპანია სპორტული მაუწყებლის ლიცენზიით უკვე უზბეკეთში იქნება წარმოდგენილი.

Setanta Sports ციფრულ და საკაბელო პლატფორმებზე, ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაშია მაუწყებლობს. კომპანია მაყურებელს ექსკლუზიურად ტოპ კონტენტს სთავაზობს. Setanta Sports-ის მომხმარებლებს წვდომა აქვთ: ინგლისის პრემიერ ლიგის, იტალიის სერია A-ს, გერმანიის ბუნდესლიგის, UFC-ის, NBA-ის, Formula 1-ისა და სხვა გამორჩეული სპორტული მოვლენების ტრანსლაციებსა და კონტენტზე.

უზბეკეთი საკმაოდ დიდი და პერსპექტიული ბაზარია, სადაც ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შევძელით ახლა უკვე სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ამჟამად ჩვენი არხები ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე, უზბეკეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 3 თვიანი ოპერირების შედეგად Setanta Sports- უკვე ჰყავს ნახევარი მილიონი აქტიური მომხმარებელი, რაც ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია ასეთი მოკლე პერიოდისთვის, მითუმეტეს ამ ინდუსტრიაში“.

ლაშა მაჭავარიანი – SMH-ის დამფუძნებელი და Setanta Uzbekistan-ის თანა პარტნიორი

მიღწეულ წარმატებასა და უზბეკური ბაზრის ბოლოდროინდელ ტენდენციებზე Setanta Sports-ის კომერციულმა დირექტორმაც ისაუბრა.

“Setanta Sports-ისთვის უზბეკეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა, სადაც საგრძნობლად იზრდება ინტერნეტის პენეტრაციის ტემპი და მოსახლეობის სპორტის მიმართ ინტერესი. OTT პლატფორმაზე, რეკორდულად მოკლე დროში თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერის დარეგისტრირება კიდევ ერთი დასტურია, რომ სპორტი და განსაკუთრებით ის ჩემპიონატები და ტურნირები, რომლის ტრანსლაციასაც Setanta Sports-ი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საინტერესო და პრიორიტეტულია. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ სატელევიზიო ლიცენზიის მოპოვება და ამ მიმართულებით განვითარება ჩვენს კომპანიას კიდევ უფრო გააძლიერებს”.

დავით ჯაფარიძე – Setanta Sports-ის კომერციული დირექტორი

Setanta Sports-ი ირლანდიაში დაფუძნებული სპორტული მაუწყებელია. 2021 წელს კომპანია OTT პლატფორმის მიმართულებით განვითარდა და მომხმარებელს სატელევიზიო არხებთან ერთად, აპლიკაცია setantasports.com-ით სარგებლობა შესთავაზა.

ამჟამად, Setanta Sports-ი ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში, – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ფილიპინები, ოპერირებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე