Setanta Sports-ი კომპანია Red Bull-თან, 14 ქვეყანაში, ოფიციალურ, ხანგრძლივ თანამშრომლობას იწყებს.
პარტნიორობა, რომელიც 5-წლიან პერიოდს მოიცავს, ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებებს გულისხმობს. ამასთან, Setanta Sports-ის მაყურებელს წვდომა ისეთ საუცხოო კონტენტზე ექნება, როგორიც Red Bull X-ის კონცეფციის ივენთებია.
პროგრამა და კონტენტი ძირითადად ფეხბურთის, ზამთრის სპორტისა და ავტოსპორტის მოყვარულებისთვის იქნება განკუთვნილი.
მრავალფეროვანი ჩამონათვალი 25-ზე მეტ დოკუმენტურ ფილმს აერთიანებს. Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებისა და OTT პლატფორმა setantasports.com-ის გამომწერები მათ ქართულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე იხილავენ.
„მოხარული ვართ ასეთ ბრენდთან პარტნიორობის დაწყებით. Red Bull-ი უკვე დიდი ხანია გასცდა ენერგეტიკული სასმლის ჩარჩოებს. სპორტში მათი მთავარი ინტერესები გამოკვეთილია და ის უკავშირდება ფეხბურთს, ავტოსპორტსა და ზამთრის სპორტის სახეობებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან Setanta Sports-ზე გულშემატკივარს შეუძლია უყუროს ყველა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას, საფეხბურთო, ავტო და მოტო ტურნირების ჩათვლით. ვფიქრობ, გულშემატკივრისთვის ექსკლუზიური კონტენტის შეთავაზებითა და ერთობლივი კამპანიებით, შეგვიძლია სპორტით და განსაკუთრებით ექსტრემალური სახეობებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ.“
ბაჩა მალაზონია – Setanta Sports-ის დირექტორის მოადგილე
Red Bull-თან პარტნიორობა საქართველოს გარდა უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ტერიტორიას მოიცავს.