Red Bull Soapbox Race-ის მონაწილე გუნდები ცნობილია

Red Bull Soapbox Race-ის მონაწილე გუნდები ცნობილია | Setanta Sports

Red Bull Soapbox Race-ის მონაწილე გუნდების სია ცნობილია. სამასამდე განაცხადიდან, არამოტორიზებული ავტომობილების რბოლაში მონაწილეობისთვის, ოცდაათი ეკიპაჟი შეირჩა.

ოცნების ავტომობილის ასაწყობად და ჟიურისთვის, კრეატიული სანახაობით თავის მოსაწონებლად, გუნდებს დრო 15 ოქტომბრამდე აქვთ.

ეკიპაჟების შეკრება

29 აგვისტოს, Red Bull Soapbox Race-ში მონაწილე ეკიპაჟები LoveBar-ში, შეჯიბრების მოსამზადებელ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მონაწილე გუნდებს ორგანიზატორებმა გააცნეს შეჯიბრების ძირითადი წესები. ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ კი, შეკრებულ მონაწილეებს, ავტომობილის აგებისთვის საჭირო რჩევები მისცა.

შეჯიბრებაში მონაწილე ეკიპაჟების ჩამონათვალი

Popeye ნინო გოგუაძე
ZOHAN & Aunt Margarita ნიკა ყოჩიაშვილი
არა ფსიქოლოგებსგუგა ნატროშვილი
A downhill venture ლუკა ლეკვეიშვილი
ბარბაცაგიორგი გოგინაშვილი
შეშლილი 90-იანებიდავით ჭუბაბრია
Insert Team Name Hereდავით ქავთარაძე
Masivi Night Shiftლაშა სადაგიშვილი
Stunt tribeთინათინ გოგუაძე
Sofa Hazeლაშა თეთრაძე
Flying Hipposალექსანდრე კოჭლაშვილი
Bendukaლიზა შენგელაია
არგონავტებიდავით არჯევანიძე
SGPგიორგი მიგრიაული
Turbo Teamვახტანგ ჩხიკვაძე
Voyager 3მიშო ბერიანიძე
Tech Crushავთანდილ მღებრიშვილი
Grigo Boyz ირაკლი დანელია
Stalkerბაქარ გოგოლაძე
იაბა დაბა დუუ მიშა აბესაძე
Kinky Kylie დაჩი ლეფსვერიძე
Superconductors ნიკოლოზ ბოქოლიშვილი
Socialsharks ნიკო ლობჟანიძე
GD Squad გიორგი დანელია
Blosgo Gubciგაბო ღაჭავა
შერეკილები მამნე კორშია
გ ი ო რ გ ი ნოე კოპალიანი
შერეკილები მარადი ედიშერაშვილი
ღვინის ქურდებიმიხეილ ბაირამაშვილი
Scrollდემეტრე დათიაშვილი

Red Bull Soapbox Race-ის შესახებ

ღონისძიება არამოტორიზებული ავტომობილების რბოლას გულისხმობს.

მასში მონაწილე გუნდები საკუთარი ფანტაზიით და წინასწარ გაწერილი ზომების მიხედვით, აწყობენ ავტომობილს.

შეჯიბრის ტრასა სავსეა წინაღობებით და მონაწილისთვის მთავარი გამოწვევაც ეს არის – გადალახოს დაბრკოლებები და ფინიშის ხაზთან მცირე დროში მივიდეს. თუმცა, ღონისძიების გამარჯვებული ყველაზე სწრაფი გუნდი არ არის.

ჟიური ეკიპაჟების კრეატივს და მათ მიერ სტარტამდე დადგმულ წარმოდგენას აფასებს. გუნდებს წარმოდგენის გასათამაშებლად და ჟიურის მოსახიბლად, მხოლოდ 30 წამი აქვთ. გამარჯვებული ეკიპაჟი დაჯილდოვდება საოცნებო მოგზაურობით, მისი წევრების მიერ შერჩეულ რომელიმე შეჯიბრებაზე (Formula 1, Moto GP, Hahnenkamm Race).

სახალისო და ექსტრემალური ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა. მას შემდეგ, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში 150-მდე ღონისძიება გაიმართა.

Red Bull Soapbox Race – თარიღი და დრო

წელს, Red Bull Soapbox Race საქართველოში პირველად ჩატარდება.

ღონისძიება 22 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, 12:00 საათიდან დაიწყება. მსურველებისთვის მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

setantasports.com ოქტომბრის თვის შეთავაზება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე ოქტომბერში თვიურ გამოწერაზე, სოლიდური ფასდაკლებაა. მის მისაღებად ახალმა ან უკვე არსებულმა მომხმარებელმა პრომოკოდი IMAGINE1 უნდა გამოიყენოს.

ასეთ შემთხვევაში, თვიურ გამოწერაზე ამოქმედდება 40%-იანი ფასდაკლება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე