ყოველი ახალი სეზონი ახალ გამოწვევებსა და სიახლეებს ნიშნავს. გამონაკლისი არც 2023-24 წლების მონაკვეთია, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო.
სიახლეების, შედეგებისა და გეგმების შესახებ Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ბორდის წევრი, თამარ ბადაშვილი საუბრობს.
დროის მოკლე მონაკვეთში კომპანია საგრძნობლად გაიზარდა. Setanta Sports-ი საქართველოს გარდა, ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში მაუწყებლობს.
“წარმატების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდია და შემდგომ, რა თქმა უნდა, კონტენტი, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ. ჩვენთვის სპორტის ჩვენება მხოლოდ პირდაპირი რეპორტაჟები არ არის.
პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მომხმარებელს ვუყვებით ისტორიებს, ვთავაზობთ კონტექსტს, რაც ამა თუ იმ სპორტულ მოვლენას კიდევ უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის – სპორტის მოყვარულებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ სპორტის ყურების მიმართ პროფესიონალური მიდგომაა”.
setantasports.com-ი 2023-24 სეზონი
2023-24 წლების სეზონიდან საქართველოში Setanta Sports-ის მრავალფეროვან კონტენტს დაემატა ლა ლიგა. ყველა მატჩის ლაივის ნახვა მომხმარებელს, setantasports.com-ზე შეუძლია. შესაბამისად, მაყურებელს ახლა უკვე ყველა TOP ჩემპიონატზე წვდომა ერთ სივრცეში აქვს.
ამას გარდა, Setanta Sports-მა დაიწყო, სხვადასვა ქრონომეტრაჟის ორიგინალურ შოუების დამზადება. მათი ნახვა კი Setanta Sports-ის Youtube და TikTok არხებზეა შესაძლებელი.
მასშტაბის ზრდასთან ერთად, უმჯობესდება სტატისტიაკაც. კვლევებმა აჩვენა, რომ Setanta Sports-ის ბრენდის – Top of Mind – სპორტის მოყვარულებს შორის არის – 84 %. შესაბამისად, გამოკითხულთა სწორედ ამ რაოდენობას, სპორტული მედიის გაგონებაზე სწორედ setantasports.com ახსენდება.
“საქართველოს შემთხვევაში, პირველი ფაქტორი არის ჩვენი მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის კონტენტი.
თუ ადამიანს სპორტი უყვარს და აინტერესებს, Setanta Sports არის ადგილი, სადაც ყველაფერს იპოვის, თანაც, თითქმის, ყველა ციფრულ პლატფორმასა და ტელევიზორში.
მეორე ნაწილი არის ამ კონტენტის სწორად კეთება, მაყურებლამდე მისი მართებულად მიტანა და შესაბამისი სტრატეგია მარკეტინგში.”
Setanta Sports-ის მისია – სპორტის ყურების ახალებური გამოცდილება
Setanta Sports-ის მისია – დანერგოს სპორტის ყურების ახლებური გამოცდილება, უცვლელია. შესაბამისად, ბრენდის იდენტობა და ყველა ბაზარზე ქართული გუნდის მიერ გადადგმული, მაყურებელზე ორიენტირებული ნაბიჯები.
ქართული მენეჯმენტის პირობებში, კომპანია ისწრაფვის, რომ სრულფასოვნად უპასუხოს მედიის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, რაც ტრადიციული სატელევიზიო სივრციდან ციფრულში გადასვლას გულისხმობს.
“სტრატეგიას და მისიას არ ვცვლით. გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები ციფრულ სივრცეში გადავიყვანოთ.
ამ მიზნის მისაღწევად განვითარდება პლატფორმის ფუნქციონელები, დაგვემატება შოუები და გადაცემები თითოეულ ქვეყანაში.
პოპულარული კონტენტის შესაბამისად, განვაგრძობთ სხვა ქვეყნებში მასშტაბირებას და შევქმნით სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის სხვადასხვა სივრცის ეკოსისტემას იმისათვის, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მისთვის საინტერესო კონტენტი ნახოს და ჰქონდეს საშუალება, მისი მსგავსი ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან გამოხატოს თავისი აზრი და შევიდეს დიალოგში”.
რას ვნახავ setantasports.com-ზე საქართველოში
ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1, ერედივიზიონი, ჟუპილერ ლიგა, Saudi Pro League, EFL ჩემპიონშიფი, EFL თასი, შოტლანდიის პრემიერშიფი, NBA, ევროლიგა, NHL, UFC, Bellator, Formula 1, უიმბლდონი ATP 1000, 500 და 250 მასტერსები.