ქართული ბაზრიდან ევროპისა და აზიის 10-ზე მეტ ქვეყანაში – მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო ამბასადორი გახდა

მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის ამბასადორია | Setanta Sports

მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო ამბასადორია. თანამშრომლობა საკუთარი შინაარსით უნიკალურია, რადგან ქართველ სპორტსმენსა და ჩვენს კომპანიას შორის პარტნიორობა ევროპისა და აზიის 15 ქვეყანას მოიცავს.

შეთანხმება UFC-ის ეგიდით მერაბ დვალიშვილის ბრძოლების პირდაპირ ტრანსლირებას, სპორტული და არასპორტული კამპანიების დაგეგმვას, სპორტსმენის შესახებ დოკუმენტური მასალების მომზადებას და მისი კომუნიკაციების უზრუნველყოფას მოიცავს. მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო კამპანიების სახე და მონაწილე იქნება.

პირველი მასშტაბური კოლაბორაცია ქვემსუბუქი წონის პირველ ნომერსა და რეგიონის ყველაზე დიდ მაუწყებელს შორის 1 წლის წინ დაიწყო.

„ბედნიერი ვარ ამ თანამშრომლობის დაწყებით და Setanta Sports-თან პარტნიორობით. ვიცი, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე აღიარების მოპოვება და რა შრომის ფასად არის ეს შესაძლებელი. მიხარია, რომ საქართველოში არსებობს კომპანია და გუნდი, რომელიც ქმნის საერთაშორისო ხარისხის ბრენდს და კონტენტს. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა იქნება დასამახსოვრებელი და ამ სფეროში პარტნიორობის გამორჩეული მაგალითი“, – ამბობდა მერაბ დვალიშვილი.

დროის ამ პერიოდში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა Setanta Sports-ის კომენტატორის ამპლუაშიც მოსინჯა ძალები. მაყურებელმა UFCCharlotte სწორედ მისი კომენტარის თანხლებით იხილა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, 2018 წლის შემდეგ, ბოლო 9 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო. ბანთამვეითის პირველმა ნომერმა ბოლოს რუსი პიოტრ იანი 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.

დღესდღეობით დვალიშვილი ხელზე გადატანილი ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს.

მისი მომდევნო ბრძოლის დრო და ოპონენტი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა უდიდესი ალბათობით, კონტურები მას შემდეგ გამოიკვეთება რაც 16-18 აგვისტოს ერთმანეთის წინააღმდეგ ალჯამეინ სტერლინგი და შონ ო’მალი იბრძოლებენ.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე