ახალი სეზონი სპორტის გულშემატკივრებისთვის ახალი მოლოდინებით დაიწყო. საინტერესოა, რას უყურა Setanta Sports-ის მაყურებელმა აგვისტოს თვეში და რომელ მატჩებსა და ჩემპიონატებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი რეიტინგი.
setantasports.com-ზე სპორტის გულშემატკივარს 2023/24 წლების სეზონიდან კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქტით სარგებლობა შეუძლია. საქართველოში Setanta Sports-ის კონტენტს ლა ლიგაც დაემატა.
ეს კი მაყურებელს საშუალებას აძლევს, საუკეთსო ხარისხის სპორტულ კონტენტზე წვდომა ერთ სივრცეში, setantasports.com-ზე ჰქონდეს.
რას უყურეს საქართველოში აგვისტოს თვეში
რეიტინგში 10-10 საუკეთესო მატჩს, ტურნირსა და გუნდს შემოგთავაზებთ. ამას setantasports.com-ზე სტაბილური სახე ექნება და შედეგებს ყოველთვიურ რეჟიმში გამოვაქვეყნებთ.
რეიტინგი – TOP 10 გუნდი ნახვების რაოდენობით საქართველოში
გუნდებით დავიწყოთ. აბა, რა გასაკვირია, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული გუნდი ნაპოლია.
ხვიჩა კვარაცხელიასა და ნეაპოლურ გუნდის მატჩებს ყველაზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალ-ყური. ეს კი იმ ფონზე, რომ აგვისტოს თვეში პართენოპეის მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა.
ფროზინონესთან კვარას არ უთამაშია. სამაგიეროდ, სერია A-ში მაყურებელმა გიორგი კვერნაძის დებიუტი იხილა. აი სასუოლოსთან კი, კვარა თადარიგიდან შემოვიდა და არასრულ 3 წუთში საგოლე გადაცემაც შეასრულა.
რთულად წარმოსადგენია, ნაპოლიმ ამ კომპონენტში ლიდერობა, ვინმეს დაუთმოს. თანაც ქართველის სათამაშო დროისა და პროდუქტიულობის ზრდას, მთელი ქვეყანა ელის.
საქართველოში მეორე ადგილს მანჩესტერ სიტი იკავებს, მესამეზე კი – ლივერპულია. 10-ეულში კიდევ ერთ ისეთ გუნდს ვხედავთ, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. ფრანგული მეცის 10-ეულში ყოფნა, ცხადია გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა.
ამავე ცხრილში, უკვე სექტემბერში, აიაქსის შედეგების ზრდას ველით. ნიდერლანდების ერედივიზიის მატჩების ხილვა მაყურებელს, ლაივ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე setantasports.com-სა და Youtube-ზე შეუძლია.
ყველაზე პოპულარული გუნდები საქართველში, აგვისტოს თვის მიხედვით:
ნაპოლი |
მანჩესტერ სიტი |
ლივერპული |
მანჩესტერ იუნაიტედი |
ჩელსი |
ტოტენჰემ ჰოთსპური |
არსენალი |
ბარსელონა |
მადრიდის რეალი |
მეცი |
რეიტინგი – TOP 10 გუნდი ნახვების რაოდენობით 15 ქვეყანაში
Setanta Sports-ი ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში მაუწყებლობს. შედარებისთვის, საინტერესოა, თუ რა ტენდენციაა გასული 1 თვის განმავალობაში იმ ქვეყნებში, სადაც setantasports.com-ი ოპერირებს.
ამ ათეულშიც ინგლისური პრემიერ ლიგის გუნდები ჭარბობენ. საინტერესოა, რომ 10-ეულში მოხვდა ალ ნასრი.
ცხადად ჩანს, რომ კრიშტიანუ რონალდუ პოპულარობას არ კარგავს და ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯების გადამდგმელ Saudi Pro League-ს პოპულარობას, სხვა ვარსკვლავებთან ერთად უზრდის.
ლივერპული |
ჩელსი |
მანჩესტერ იუნაიტედი |
ტოტენჰემი |
მანჩესტერ სიტი |
არსენალი |
ბარსელონა |
მადრიდის რეალი |
ალ ნასრი |
მიუნხენის ბაიერნი |
რეიტინგი – TOP 10 ტურნირი ან ღონისძიება setantasports.com-ზე
პრემიერ ლიგური გუნდების პოპულარობა გვკარნახობს, რომ ტურნირებს შორის სწორედ ინგლისის რანგით უმაღლესი ლიგა უნდა ლიდერობდეს. ეს მართლაც ასეა. საინტერესოა 10-ეულების შედეგების შედარება საქართველოსა და მთლიანად, 15-ივე ქვეყანას შორის, სადაც საქართველოს შედეგებიც მოიაზრება.
10-ეულში არის UFC, Formula 1, UEFA-ს სუპერ თასი და ATP სერიის მატჩები. მოსალოდნელია, რომ UEFA-ს ტურნირების დაწყების შემდეგ რეიტინგში საგრძნობი ცვლილებები იქნება.
ეს კი საქართველოს TOP 10-ია.
პრემიერ ლიგა |
სერია A |
UFC |
ლა ლიგა |
ლიგა 1 |
ბუნდესლიგა |
საუდი პრო ლიგა |
UEFA-ს სუპერ თასი |
Formula 1 |
ATP |
რაც შეეხება 15 ქვეყნის საერთო ათეულს, setantasports.com-ის მონაცემებით, ის ასე გამოიყურება:
პრემიერ ლიგა |
ლა ლიგა |
საუდი პრო ლიგა |
UFC |
ლიგა 1 |
სერია A |
ბუნდესლიგა |
Formula 1 |
WTA |
ATP |
რეიტინგი – TOP 10 მატჩი setantasports.com-ზე
რაც შეეხება, კონკრეტულ დაპირისპირებას – საქართველოში ეს UFC Singapore-ის ივენთია, მის მიმართ გამორჩეული ინტერესი კი გიგა ჭიკაძის ოქტაგონზე დაბრუნებამ და, საქართველოს დროით, დღის საათებში ჩანიშნულმა ბრძოლამ განაპირობა.
საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტმა მაყურებელმა ლივერპული – ჩელსის დაპირისპირებას უყურა.
UFC-ის მებრძოლებთან შედარებით, ცხადია, შეხვედრების რაოდენობრივი უპირატესობა საფეხბურთო გუნდებს აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე ყურებადი ნაპოლის მატჩების ნაცვლად, პირობითად, მერაბ დვალიშვილის ან გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლა იქნებოდა, თანაც თუკი ბრძოლები, სინგაპურის ივენთის მსგავსად, აზიურ სასაათო სარტყელზე იქნებოდა აწყობილი, ამერიკულის ნაცვლად.
UFC – Holloway vs Zombie | Main Card |
ნაპოლი vs სასუოლო |
ჩელსი vs ლივერპული |
ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი |
მანჩესტერ სიტი vs სევილია |
ნიუკასლი vs ლივერპული |
ფროზინონე vs ნაპოლი |
მანჩესტერ იუნაიტედი vs ნოტინგემ ფორესტი |
UFC – Holloway vs Zombie | Prelims |
UFC – Sterling vs O’Malley | Main Card |
რაც შეეხება მატჩების გლობალურ TOP 10-ს, setantasports,com-ის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
ჩელსი vs ლივერპული |
ტოტენჰემი vs მანჩესტერ იუნაიტედი |
ნიუკასლი vs ლივერპული |
ვესტ ჰემი – ჩელსი |
მანჩესტერ იუნაიტედი vs ნოტინგემ ფორესტი |
არსენალი vs ნოტინგემ ფორესტი |
ლივერპული vs ბორნმუთი |
არსენალი vs ფულჰემი |
მანჩესტერ სიტი vs ნიუკასლი |
მანჩესტერ იუნაიტედი vs ვულვზი |
ცხადია, შედეგების ზუსტი შედარებისთვის, საჭიროა, setantasports.com-ის კონტენტი ქვეყნების მიხედვით ოდნავადაც არ განსხვავდებოდეს. შესაბამისად, ქართულთან ერთად გლობალური შედეგების მოყვანაც, მხოლოდ ინფორმატიულ ხასიათს ატარებს და არ უნდა იყოს გამოყენებული კვლევისთვის.
დასკვნის სახით, Setanta Sports-ის საერთო რეიტინგში, პრემიერ ლიგის ჩამოყალიბებული TOP 6-ის მატჩები უალტერნატივოა და ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საქართველოში კი, ნაპოლი უპირობო ლიდერია.