პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოს ბრაზილიელი 3-გზის ჩემპიონის მდგომარეობა ბოლო 1 თვის განმავლობაში დამძიმდა.
მას შემდეგ რაც ქიმიოთერაპიაზე პელეს ორგანიზმი აღარ რეაგირებდა, ის ექიმებმა პალიატიურ მკურნალობაზე გადაიყვანეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში მოპოვებული გამარჯვება ბრაზილიის ნაკრებმა სწორედ პელეს მიუძღვნა.
გამოხმაურება
“პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო”, – დაწერა ნეიმარმა instagram-ზე.
“Descansa en paz – მშვიდობით განისვენე” – მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონ პელეს სწორედ ასე დაემშვიდობა.
“უბრალო გამომშვიდობება ფეხბურთის მუდმივი მეფის მიმართ საკმარისი არასდროს იქნება, რათა გამოვხატოთ ის ტკივილი, რომელსაც ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო განიცდის.
ზრუნვა რომელსაც ის ჩემ მიმართ იჩენდა იყო მუდმივი ყველა მომენტში, მაშინაც კი, როცა ჩვენ განცალკევებით ვიყავით.
ის თითოეული ჩვენგანის ხსოვნაში დაისადგურებს, ვისაც კი ფეხბურთი გვიყვარს”.
კრიშტიანუ რონალდუ
პელეს გარდაცვალებას გამოეხმაურა ჯანი ინფანტინოც. FIFA-ს პრეზიდენტმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და პელეს საუკუნის სპორტსმენი უწოდა.
პელეს გარდაცვალებას მისი ყოფილი კლუბები ბრაზილიური სანტოსი და ამერიკული კოსმოსიც გამოეხმაურნენ.
Eterno. pic.twitter.com/N912VpCmVK
— Santos FC (@SantosFC) December 29, 2022
მამის სიკვდილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა კელი ნასიმენტომ. პელეს ქალიშვილმა ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრები სწორედ პელეს გამო წარმოადგენენ იმას, რასაც წარმოადგენენ.