ქარიმ ბენზემა ნაკრებიდან წავიდა. ოქროს ბურთის გამარჯვებულმა გადაწყვეტილების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მომდევნო დღეს გამოაცხადა.
ბენზემას დებიუტი, ოფიციალურ შეხვედრაში, სამფეროვნებში საქართველოს წინააღმდეგ, 2007 წელს შედგა. რაიმონ დომენეკმა ნიკოლა ანელკა შეცვალა და ბენზემას 1 წუთი. მანამდე, ქარიმს ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან 45 წუთს ეთამაშა.
97 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 37 გატანილი გოლია.
35 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მას მომცრო მიმართვაც დაურთო.
“ბევრს ვეცადე და შეცდომებიც დავუშვი. აქამდე, სადაც ახლა ვარ, სწორედ ამან მომიყვანა და ამით ვამაყობ. მე დავწერე ჩემი ამბავი, ჩვენი კი – აქ მთავრდება”.
ქარიმ ბენზემა
მადრიდის რეალის ფორვარდი საფრაგენთის ეროვნული გუნდიდან 2015-2020 წლებში მოკვეთილი იყო. მიზეზი, ლე ბლუში მისი თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფლობა და შანტაჟი გახდა.
2021 წელს ქარიმ ბენზემა საფრანგეთის სასამართლომ შანტაჟის მცდელობაში დამნაშავედ სცნო. სასჯელის სახით კი, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
საფრანგეთის ნაკრებში მისი ბოლო მატჩი, ერთა ლიგაზე დანიის წინააღმდეგ იყო. ახლახანს დასრულებული მუნდიალის წინ ბენზემამ ტრავმა მიიღო და კატარიდან ესპანეთში დაბრუნდა.
როგორც ფრანგულ პრესაში იწერებოდა, მისი დაზიანება არც თუ ისე სერიოზული იყო, მისი წასვლის რეალური მიზეზი კი ახალგაზრდა თანაგუნდელების უკმაყოფილება და მასთან ერთად გუნდში გაფუჭებული ამინდი გახდა.