NBA-ის მორიგი დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთ კონფერენციის ლიდერები დაუპირისპირდნენ. ბოსტონმა მინესოტას უმასპინძლა, მოლოდინი გამართლდა, მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
ვნახეთ კიდევ ორი ოვერტაიმი, ჩიკაგო ჰიუსტონისა და ფილადელფია ატლანტას შორის. ნიუ ორლენა პელიკანსმა კი გოლდენ სტეიტ უორიორზს გადაუარა.
ბოსტონი vs მინესოტა
პირველი მეოთხედი ბოსტონმა 32:27 მოიგო. საწყის ეტაპზე ყველაზე აქტიური ჯეილენ ბრაუნი იყო, მეორე ვარსკვლავმა მოგვიანებით გაიღვიძა, პირველი 12 წუთი კი ბრაუნის სახელობის გამოდგა.
მეორე მეოთხედში მინესოტამ 26:22 მოიგო. თუ პირველი მეოთხედის გმირი ჯეილენ ბრაუნი გახდა, მეორეში ენტონი ედვარდსმა გაიბრწყინა. აქტიურად დაიწყო და ლამაზი დანქით დახურა მეოთხედი.
მესამე მეოთხედის საწყის ეტაპზე ქულა-ქულაში წავიდა, ენტონი ედვარდსი ისევ დომინირებდა, საბოლოოდ მინესოტამ მეოთხედის მიწურულს გაქცევა მოახერხა – 32:25.
ბოლო მეოთხედი გამოვიდა ისეთი როგორიც კონფერენციის ლიდერებს ეკადრებათ. ჯეისონ ტეიტუმმა თამაში თავის თავზე აიღო, ანგარიში გაათანაბრა და ბოლო სროლაც დაიტოვა, მაგრამ კალათმა ბურთი არ მიიღო. კალათმა ოვერტაიმი გადაგვიწყვიტა.
ოვერტაიმში კი ჯეისონ ტეიტუმის ბენეფისი ვნახეთ. როგორც ბოლო მეოთხედი ჩაამთავრა, ისე დაიწყო ოვერტაიმიც. მისი შემჩერებელი არავინ იყო და სამართლიანად მოიგო კიდეც თამაში.
- ტეიტუმის ანგარიშზე 42 წუთში 45 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/26.
- ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 43 წუთში 35 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/16.
- ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 29 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტია. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/25.
- თაუნსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 25 ქულა, 13 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა. დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17.
ბოსტონმა აღმოსავლეთში უპირატესობა განიმტკიცა. მინესოტა კი მაინც პირველ ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში. ბოსტონი მომდევნო შეხვედრას მეორე ადგილოსან მილუოკისთან გამართავს. მინესოტა კი პორტლენდს შეხვდება.
რეგულარული სეზონი
- შარლოტი vs საკრამენტო – 98:123
- დეტროიტი vs სან ანტონიო – 108:130
ვემბიმ სამმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქ, 12 მ, 10 ა. მამუკელაშვილს მხოლოდ ერთი წუთი დაუთმეს.
- ინდიანა vs ვაშინგტონი – 112:104
- ატლანტა vs ფილადელფია – 139:132
- მაიამი vs ოკლაჰომა – 120:128
- ჩიკაგო vs ჰიუსტონი – 124:119
- გოლდენ სტეიტი vs პელიკანსი – 105:141
- იუტა vs დენვერი – 124:111
- კლიპერსი vs ტორონტო – 126:120